Ფესტივალის მეორე დღეს, ჩვენ შორის მყოფი ვამპირები, ქალთევზები, ურჩხულები და ზოგადად უცხო სხეულები სააშკარაოზე გამოვლენ. Ფილმები, რომლებიც ეკრანზე 9 მარტს გავა ამოაყირავებენ და კითხვის ნიშანს დაუსვამენ ჰორორის ჟანრს და მის კლასიკურ გაგებას. Ჩამოშლიან ურჩხულის ხატს, რომლის დასწავლულმა აღქმამ ჩარჩოებში მოამწყვდია და გარიყა უცხო სხეულები.
“ცუდი ქალაქის” ჩრდილში - უკანონო ჯოჯოხეთის ხვრელში, სადაც მიწისქვეშა არსებები, ნარკოტიკების დისტრიბუტორები და “სუტენიორები” თანაცხოვრობენ, მარტოხელა ვამპირი ქუჩებში დახეტიალობს. ჰიჯაბში და ზოლიან მაისურში გამოწყობილი, ის ადგილობრივ სოფლის მოსახლეობას დაყვება. ერთ ღამეს ვამპირი ხვდება არაშს, ახალგაზრდა ბიჭს და აქედან იწყება ზღაპრული დრამა ქალურ ძალაუფლებასა და წინააღმდეგობის ხიბლზე, რომელიც ამავდროულად ბნელი იუმორითაა გაჯერებული.
Თეთრკანიანი, ბისექსუალი ვამპირი ლილია, თავის პარტნიორ ვამპირ ლუკთან მონოტონურობის ციკლშია გაჭედილი. ლილიას გაჭირვების ტალკვესი მისი შეხვედრაა შავკანიან ლესბოსელ ზენასთან, რომელიც რელიგიებსა და კულტურაში არსებულ ქალღმერთებზე კითხულობს და საშინელებათა ფილმების ჟანრს იკვლევს.
კოლუმბიის ყავის რეგიონის შუაგულში, არიბადა, მკვდრეთით აღმდგარი ურჩხული ხვდება Las Traviesas-ს, ემბერას ტომის ტრანსქალების ჯგუფს. ჯადოსნური, მეოცნებე და პერფორმატიული თანაარსებობით ისინი თავიანთ უნიკალურ სამყაროს და საკუთარ მომავალს ქმნიან.
Ავტო-ნარატიული ფილმი ქვიარ წყვილის და ‘კვერცხისმდებელის’ რეპროდუქციულ ისტორიაზე, გამოწვევებსა და უცნაურობებზე მოგვითხორბს.
Გამორჩეული საუნდტრეკების თანხლებით, ფილმი “სატყუარა” აბსურდული ჟანრის დიდი ექპსრიმენტია, რომელიც მიუზიკლიდან ჰორორამდე ვარირებს. Ფილმის მხატვრული ხერხებით, მაყურებლამდე შემაწუხებლად ახლოს მოდის ნაციონალური სენტიმენტების მელანქოლია, ზღვის წყლის მარილიანი გემო და - სისხლი!