Ფესტივალის შემაჯამებელ დღეს კიბერპანკის და ტექნოლოგიების გასაყარზე შევხვდებით. Ამ დღის ფილმები სხვადასხვა ჟანრის ელემენტებს ურევენ და საზოგადოების ეკონომიკურ და პერფორმატულ დღის წესრიგს ააშკარავებენ. Ისინი გვიამბობენ დოვლათის მოხვეჭის სახელით მოთვინიერებულ სხვაზე და ამხელენ იმ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ძალებს, რომლებიც ხაზავენ ტერიტორიას, სხეულებს, გარემოს და ძალადობენ მათზე. Ზემოდან წამოსული  ლოგიკის გაკიცხვისას, ‘ტიტანს’ და ‘ნეპტუნის ყინვას’ ამ სამყაროში წარმოებული სუბიექტების მრავალსახოვნება არათუ არავიწყდებათ, არამედ  კარგის (დადებითის) და ცუდის (უარყოფითის) მიღმიერი,  სხვა მომავლის გასაღებად მიაჩნიათ. შედეგად, 10 მარტს გაშუქებული ფილმების კრიტიკა და მათი დახატული მომავალი ამ რეალობების აღიარებით, უარყოფით და შესისხლხორცებით გარდაქმნიან გენდერს, დროით კავშირებს, ტექნოლოგიებს, ადამიანებს და არა-ადამიანებს. 

14:00

ტიტანი

(ჟული დეკარნუ, 2021, 108’ საფრანგეთი,)

Ალექსია მოცეკვავეა, რომელიც ბავშვობაში მომხდარი ავტოკატასტროფის შემდეგ სხეულში ინტეგრირებულ ტიტანის ფირფიტას ატარებს. Ბრუტალური და Აუხსნელი მკვლელობების სერიის შედეგად მისი გზა ვინსენტისას კვეთს - მეხანძრე კაცის, რომელიც უკვე წლებია სასოწარკვეთილი დაკარგულ ვაჟს ეძებს. შეხვედრის შემდეგ, ორივეს ცხოვრება რადიკალურად იცვლება.

 

16:30

ნეპტუნის ყინვა

(ანიშია უზეიმან საულ ვილიამსი/ 2021 108’ ამერიკის შეერთებული შტატები, რუანდა)

Ნეპტუნის ყინვა აფროფუტურისტული მიუზიკლია, რომელიც თანამედროვე კოლონიალიზმს და მისგან მზრდად სისტემას ქვიარ, მეამბოხე, ჰაკერული კოლექტივის სახით ააშკარავებს და უპირისპირდება. 

ფილმის პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგა.

მადლობა DOCA-ს ფილმის ჩვენების მხარდაჭერისთვის.

19:30

ონსეტი

(Ანა ენგელჰარდტი, მარკ ცინკევიჩი, 2023, 25’ პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი)

Კოლონიალიზმი ყვავის, ჩვენს გარშემო შეუჩერებელი ომებია. დემონური ძალები ერთნაირად ფლობენ ადამიანის სხეულებს და მიწის ნაგლეჯებს. უკრაინა, სირია და ბელორუსია დაინფიცირებულია რუსული იმპერიალიზმით.

20:00

ნამარხი

(რიარ რიზალდი/ 2023, 13’)

Ნამარხი სიზმრისეული კინო, ფანტასტიკური ჟანრის სამეცნიერო პროგნოზი და ესეა. Ის ზღაპარია  ტექნოლოგიური მემკვიდრეობის ჯოჯოხეთის შესახებ, რომელიც ეხმიანება გლობალურ პრობლემას: აზიაში ელექტრონული ნარჩენების წარმოების და გადაყრის ციკლს.


რა განასხვავებს დედამიწას, გონებას, სხეულს და მანქანებს? "ალბათ არაფერი" იფიქრებს არქეოლოგი მომავალიდან.

ფილმში, მკვლევრები  ერთად ცდილობენ ფანტაზიისგან წარსულის გასუფთავებას და მის რეკონსტრუქციას, Რათა ასახონ ის, რასაც მათ დროს წიაღისეული რელიქვია ქვია - სამხრეთის ტროპიკულ ლანდშაფტში დამარხული უხილავი ელექტრონული ნარჩენების მთა.