ფესტივალის გახსნის საღამოს, 6 მარტს, 18:00 საათზე, კინოს სახლში ნაჩვენები იქნება ანიმაციური ფილმი "დევნილობა", 20:00 საათზე კი გეპატიჟებით მულტიმედია პროექტის "შორი გზა შინ" პრეზენტაციაზე, კაფე "მუხუდოს" ეზოში.

18:00

დევნილობა

იონას პოერ რასმუსენი (2021, 1 საათი, 29 წუთი)

ანიმაციურ ფილმში ამინი, ბავშვობაში ავღანეთიდან იძულებით გადასახლებული ლტოლვილი, იხსენებს თავის წარსულს და ცდილობს შეეჭიდოს იმ საიდუმლოს, რომელსაც 20 წლის განმავლობაში ინახავდა.

20:00

პროექტის პრეზენტაცია: "შორი გზა შინისკენ"

ელენე დუდუჩავა

მულტიმედია პროექტის პრეზენტაცია.

ხუთი ავტორის ნამუშევარი, რომელიც ამ ციფრულ პლარტფორმაზე შემოიკრიბა, ქვიარ ემიგრაციას ეხება. ასევე შეგხვდებათ 2024 წლის კვლევა - "სხვადყოფნა და დაპირებული თავისუფლების ფასი" რომელიც, მიმღებ ქვეყანაში ადაპტაციის სირთულეებს, სახლის განცდის დაკარგვას თუ პოვნას ეხება. ვყვებით იმაზეც, თუ როგორია ყოფნა საქართველოში, მაშინ, როცა ბევრი უკვე წავიდა, ბევრი ახლა მიდის ან ახლო მომავალში წავა. ავტორების სათქმელი არ ცდილობს წასვლის ან დარჩენის რომანტიზებას, უფრო მეტად გვაინტერესებს ჩვენი შემაკავშირებელი ქსოვილი, საერთო სირთულეები, წყენა და სიხარული, რომელიც ხშირად რუკაზე დაშორებული წერტილების მიუხედავად ძალიან გვაახლოვებს ერთმანეთთან.